დაბრუნება და გაცვლა

ყელსაბამის დაბრუნება შეგიძლია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, თუ არ არის ნატარები და საჩუქრის ყუთშია.

14 დღე

დაგვიკავშირდი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. სამკაული არ უნდა იყოს ნატარები და უნდა იყოს ლაცარას ყუთში.

დაბრუნების მიწოდების ხარჯს მყიდველი იხდის. თანხას ვაბრუნებთ სამკაულის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში.

დაზიანებული ან არასწორი შეკვეთა

თუ ყელსაბამი დაზიანებული ან არასწორი მოვიდა, მოგვწერე ან დაგვირეკე, გამოგვიგზავნე ფოტო და უფასოდ გამოვცვლით.

როგორ დავაბრუნო

დაგვირეკე ან მოგვწერე info@latsara.ge-ზე შეკვეთის ნომრით და დაბრუნების მისამართს გეტყვით.