კონფიდენციალურობა

ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც შეკვეთის შესასრულებლად გვჭირდება.

რას ვინახავთ

შეკვეთის ფორმიდან: სახელი, ტელეფონი, ელფოსტა (თუ მიუთითე), ქალაქი, მისამართი და შენიშვნა. ეს მონაცემები ელფოსტით მოდის ჩვენთან და გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დასადასტურებლად და მიწოდებისთვის.

შენს ბრაუზერში

კალათა და ღია/მუქი რეჟიმის არჩევანი ინახება შენს ბრაუზერში (localStorage) და ჩვენ ვერ ვხედავთ. სარეკლამო ან ანალიტიკურ cookie-ებს ამჟამად არ ვიყენებთ.

ვის ვუზიარებთ

არავის, გარდა კურიერისა, რომელსაც მიწოდებისთვის სახელი, ტელეფონი და მისამართი სჭირდება. შეკვეთის წერილს გზავნის ელფოსტის სერვისი Resend.

შენი უფლებები

მოგვწერე info@latsara.ge-ზე და წავშლით ან გაჩვენებთ ყველაფერს, რაც შენზე გვაქვს.